SEO ოპტიმიზაცია · 01

ტექნიკური SEO მომსახურება

ვამოწმებთ, რომელი ტექნიკური ხარვეზები უშლის ხელს თქვენი გვერდების ძიებაში გამოჩენას. ვასწორებთ ინდექსაციის, ჩატვირთვის სიჩქარისა და გადამისამართებების პრობლემებს, ვაწესრიგებთ სტრუქტურას და შესრულებულ ცვლილებებს ხელახლა ვამოწმებთ.

რას ამოწმებს ტექნიკური SEO აუდიტი

ტექნიკური SEO არის ვებსაიტის ის ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი ხშირად ვერ ამჩნევს, მაგრამ Google ყოველ ვიზიტზე ამოწმებს: რამდენად სწრაფად იტვირთება გვერდი, ხელმისაწვდომია თუ არა ის საძიებო რობოტისთვის, არის თუ არა დუბლირებული გვერდები, როგორ არის დაკავშირებული გვერდები ერთმანეთთან და რამდენად გასაგებად არის აღწერილი შიგთავსი სტრუქტურირებული მონაცემებით.

ტექნიკურმა ხარვეზმა შეიძლება ღირებული გვერდიც დატოვოს ძიების მიღმა. აუდიტში თითოეულ პრობლემას ვუთითებთ, რომელ გვერდებს ეხება და როგორ უნდა გამოსწორდეს. სამუშაოს ვიწყებთ იმ ხარვეზებით, რომლებიც მნიშვნელოვან გვერდებზე წვდომას ან მათ ინდექსაციას ზღუდავს.

ქართულ ვებსაიტებზე ყველაზე ხშირად ვხვდებით ნელ მობილურ ვერსიას, არასწორად გამართულ ენობრივ ვერსიებს, ინდექსში მოხვედრილ ფილტრებს და ტეგების გვერდებს, გატეხილ გადამისამართებებს და თემებს, რომლებიც ერთ გვერდზე რამდენიმე H1-ს ქმნის. თითოეული მათგანი გამოსწორებადია და ხშირად სწრაფ ეფექტს იძლევა.

რა შედის ტექნიკურ SEO მომსახურებაში

აუდიტის მიხედვით განვსაზღვრავთ, რომელი სამუშაოა საჭირო თქვენს ვებსაიტზე. რეკომენდაციებს თან ახლავს კონკრეტული URL-ები და დავალებები დეველოპერისთვის.

  1. სრული ტექნიკური აუდიტი

    ვებსაიტს ვამოწმებთ ისე, როგორც Google-ის რობოტი ხედავს: ვსკანერებთ ყველა URL-ს, ვადარებთ Search Console-ის მონაცემებს და ვადგენთ ხარვეზების სიას პრიორიტეტებით.

    • სკანირება და სერვერის ლოგების ანალიზი
    • Search Console-ის შეცდომების განხილვა
    • პრიორიტეტებად დალაგებული სამოქმედო გეგმა
  2. სიჩქარე და Core Web Vitals

    ვაუმჯობესებთ LCP-ს, INP-ს და CLS-ს, განსაკუთრებით მობილურზე, საიდანაც ქართულ ბაზარზე ძიებების უმეტესობა მოდის.

    • სურათების ოპტიმიზაცია და WebP
    • ქეშირება, CSS და JavaScript-ის შემცირება
    • შრიფტების და მესამე მხარის სკრიპტების მართვა
  3. ინდექსაცია და crawl budget

    ვზრუნავთ, რომ Google-მა სწორი გვერდები დააინდექსოს და დრო არ დახარჯოს ზედმეტ URL-ებზე.

    • robots.txt და XML sitemap
    • canonical და noindex წესები
    • ფილტრების, პარამეტრების და დუბლების მართვა
  4. ვებსაიტის არქიტექტურა და შიდა ბმულები

    ვაწესრიგებთ გვერდების იერარქიასა და შიდა ბმულებს, რათა მომსახურების, კატეგორიისა და პროდუქტის გვერდების პოვნა მარტივი იყოს.

    • URL სტრუქტურა და breadcrumbs
    • ობოლი გვერდების აღმოჩენა
    • გატეხილი ბმულების და ჯაჭვური გადამისამართებების გასწორება
  5. სტრუქტურირებული მონაცემები (Schema)

    ვამატებთ JSON-LD მარკირებას, რომ Google-მა ზუსტად გაიგოს, ვინ ხართ და რას გვთავაზობთ, ხოლო ძიების შედეგებში გამოჩნდეს გაფართოებული ფრაგმენტები.

    • Organization, LocalBusiness, Service
    • Product, FAQ, BreadcrumbList, Article
    • ვალიდაცია Rich Results Test-ით
  6. მრავალენოვანი ვებსაიტები და მიგრაცია

    ქართული, ინგლისური და რუსული ვერსიებისთვის ვაწყობთ hreflang-ს, ხოლო დომენის ან პლატფორმის შეცვლისას ვგეგმავთ 301 გადამისამართებებს ისე, რომ პოზიციები არ დაიკარგოს.

    • hreflang და ენობრივი canonical
    • მიგრაციის რუკა და ტესტირება
    • გაშვების შემდეგ მონიტორინგი

ტექნიკური SEO: 5 ნაბიჯი

ტექნიკური სამუშაო ერთჯერადი არ არის: ყოველი განახლება, ახალი მოდული ან დიზაინის ცვლილება შეიძლება ახალ ხარვეზს ქმნიდეს. ამიტომ აუდიტის შემდეგ ვებსაიტს მუდმივად ვაკვირდებით.

  1. წვდომა და სკანირება

    ვიღებთ წვდომას Search Console-სა და Analytics-ზე, ვსკანერებთ ვებსაიტს და ვაგროვებთ საწყის მონაცემებს.

  2. აუდიტის რეპორტი

    3-5 სამუშაო დღეში იღებთ ხარვეზების სიას, გავლენის შეფასებით და გამოსწორების რიგით.

  3. გამოსწორება

    ცვლილებებს თავად ვახორციელებთ ან ვმუშაობთ თქვენს დეველოპერთან დეტალური ტექნიკური დავალებით.

  4. შემოწმება

    ყოველ ცვლილებას ვამოწმებთ: ინდექსაციას, სიჩქარის მაჩვენებლებს და სტრუქტურირებული მონაცემების ვალიდაციას.

  5. მონიტორინგი

    ყოველთვიურად ვამოწმებთ ახალ შეცდომებს და გიგზავნით რეპორტს შესრულებული სამუშაოთი.

რას მიიღებთ ტექნიკური SEO-ს შემდეგ

ტექნიკური სამუშაოს შედეგს ვზომავთ კონკრეტული მაჩვენებლებით, რომლებსაც თავადაც ხედავთ Search Console-ში.

„აუდიტი გამოსადეგია მაშინ, როცა დეველოპერმა ზუსტად იცის, რა უნდა შეცვალოს და როგორ შეამოწმოს შედეგი.“

მეტი ინდექსირებული გვერდი

ვამოწმებთ, ხვდება თუ არა მნიშვნელოვანი გვერდები ინდექსში და როგორ იცვლება დუბლირებული URL-ების რაოდენობა.

სწრაფი ვებსაიტი

ჩატვირთვისა და რეაგირების სიჩქარეს ვადარებთ საწყის მაჩვენებლებს მობილურზე და კომპიუტერზე.

სუფთა სტრუქტურა

ლოგიკური URL-ები, სწორი შიდა ბმულები და გადამისამართებები ჯაჭვების გარეშე.

გაფართოებული შედეგები

გამართული Schema, რომელიც აღწერს გვერდის შინაარსს და აკმაყოფილებს შესაბამისი გაფართოებული შედეგების ტექნიკურ მოთხოვნებს.

ტექნიკური SEO შედის ყველა პაკეტში, ფასი 900 ₾-დან თვეში. ერთჯერადი ტექნიკური აუდიტი ცალკეც შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ფასი ვებსაიტის ზომაზეა დამოკიდებული. ძირითადი ხარვეზების სწრაფი შემოწმებისთვის დაიწყეთ უფასო SEO აუდიტით.

ყველა პაკეტი და ფასი

ფასები მითითებულია დღგ-ს გარეშე.

კითხვები ტექნიკურ SEO-ზე

რა განსხვავებაა ტექნიკურ SEO-სა და ჩვეულებრივ SEO-ს შორის?

ტექნიკური SEO ეხება ვებსაიტის კოდს, სერვერს და სტრუქტურას: სიჩქარეს, ინდექსაციას, გადამისამართებებს და Schema-ს. კონტენტ-SEO და Off-page SEO კი გვერდების შინაარსს და ვებსაიტის ავტორიტეტს. სრული შედეგისთვის სამივე მიმართულებაა საჭირო, ტექნიკური ნაწილი კი საფუძველია.

რამდენ ხანს გრძელდება ტექნიკური აუდიტი?

საშუალო ზომის ვებსაიტზე აუდიტის რეპორტს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებთ. დიდ ონლაინ მაღაზიებზე, სადაც ათიათასობით URL-ია, აუდიტს შეიძლება 10 სამუშაო დღე დასჭირდეს.

ცვლილებებს თავად ახორციელებთ თუ ჩვენს დეველოპერს გადასცემთ?

ორივე ვარიანტი შესაძლებელია. WordPress-ზე, Shopify-ზე და Next.js-ზე ცვლილებებს უმეტესად თავად ვახორციელებთ, ხოლო თქვენი დეველოპერისთვის ვამზადებთ დეტალურ ტექნიკურ დავალებას და ვამოწმებთ შესრულებას.

რამდენად სწრაფად ჩანს ტექნიკური გასწორების შედეგი?

ინდექსაციის და გადამისამართებების გასწორების ეფექტი ხშირად რამდენიმე კვირაში ჩანს, როცა Google გვერდებს ხელახლა დაასკანერებს. სიჩქარის და სტრუქტურის გაუმჯობესება პოზიციებზე, როგორც წესი, 2-3 თვეში აისახება.

საჭიროა თუ არა ტექნიკური SEO ახალ ვებსაიტზე?

დიახ, და ყველაზე იაფი სწორედ თავიდანვე სწორად აწყობაა. თუ ვებსაიტს ახლა ქმნით, ტექნიკური მოთხოვნები დეველოპმენტის ეტაპზევე უნდა ჩაიდოს. ამისთვის გვაქვს ცალკე მომსახურება: ვებსაიტის შექმნა, რომელიც SEO-სთვის თავიდანვე მზადაა.

სხვა მომსახურებები

დაიწყეთ უფასო SEO აუდიტით

დაგვიტოვეთ ვებსაიტის მისამართი და მოკლედ აღწერეთ მიზანი. 3-5 სამუშაო დღეში გამოგიგზავნით აუდიტს და რეკომენდაციებს, ვალდებულების გარეშე.

ტელეფონი+995 595 88 11 65

ელფოსტაinfo@seosaagento.ge

სამუშაო საათებიორშაბათი-პარასკევი, 09:00-19:00

პასუხს 1 სამუშაო დღეში მიიღებთ. გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.