8 მიმართულება, ერთი გუნდი

SEO ოპტიმიზაცია ბიზნესისთვის, რომელსაც ზრდა სურს

SEO-ს სამუშაო გეგმას ვებსაიტის მდგომარეობისა და თქვენი მიზნების მიხედვით ვადგენთ. ამ გვერდზე შეგიძლიათ შეადაროთ მომსახურებები, გაეცნოთ თითოეულის მოცულობას და აირჩიოთ, რომელი მიმართულება გჭირდებათ. თუ ჯერ არ იცით, რით დაიწყოთ, უფასო აუდიტი პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

SEO ოპტიმიზაცია, რომელიც ყველა მიმართულებას ფარავს

აირჩიეთ მიმართულება და ნახეთ, რა სამუშაოს მოიცავს, როგორ მიმდინარეობს და როგორ ფასდება.

  1. ვამოწმებთ, ხელმისაწვდომია თუ არა მნიშვნელოვანი გვერდები Google-ისთვის, რა ანელებს ჩატვირთვას და სად გვხვდება ინდექსაციის ან გადამისამართების ხარვეზები.

    • Core Web Vitals და ჩატვირთვის სიჩქარე
    • ინდექსაცია, sitemap, robots.txt და canonical
    • სტრუქტურირებული მონაცემები (Schema)
  2. საძიებო მოთხოვნებს შესაბამის გვერდებს ვუთავსებთ. ვადგენთ, რა ტექსტია დასაწერი, სად გვაკლია ინფორმაცია და რომელი არსებული გვერდი უნდა განახლდეს.

    • საძიებო მოთხოვნების კლასტერიზაცია
    • სერვისის და კატეგორიის გვერდების ოპტიმიზაცია
    • ბლოგის და სახელმძღვანელოების სტრატეგია
  3. ვმუშაობთ გარე ბმულებზე, ბრენდის ხსენებებსა და შეფასებებზე. ვამოწმებთ არსებულ წყაროებს და ვარჩევთ გამოცემებს, რომელთა აუდიტორიას თქვენი საქმიანობა აინტერესებს.

    • თემატური ბმულები და ბრენდის ხსენებები ქართულ მედიაში
    • შეფასებების და ონლაინ რეპუტაციის მართვა
    • ბმულების პროფილის აუდიტი და გაწმენდა
  4. თუ თქვენ გაქვთ ფიზიკური ფილიალი ან ემსახურებით კონკრეტულ ქალაქს, ლოკალური SEO დაგეხმარებათ Google Maps-ში და „ჩემთან ახლოს" ძიებებში გამოჩენაში.

    • Google Business Profile-ის სრული ოპტიმიზაცია
    • შეფასებების მართვის სტრატეგია
    • ლოკალური ციტირებები და NAP-ის თანხვედრა
  5. ვაწესრიგებთ კატალოგის გვერდებს და ფილტრების ინდექსაციის წესებს. პროდუქტის აღწერებსა და ტექნიკურ შაბლონებს მაღაზიის მასშტაბის მიხედვით ვამუშავებთ.

    • კატეგორიების და ფილტრების არქიტექტურა
    • პროდუქტის გვერდების შაბლონური ოპტიმიზაცია
    • Product Schema და Google Merchant Center
  6. ვაკვირდებით, როგორ ახსენებენ AI სისტემები თქვენს ბრენდს და რომელ გვერდებს უთითებენ წყაროდ. მიღებული მონაცემებით ვგეგმავთ კონტენტისა და ბრენდის შესახებ ინფორმაციის განახლებას.

    • ბრენდის ხილვადობის მონიტორინგი AI პასუხებში
    • კონტენტის სტრუქტურა ციტირებისთვის
    • ერთეულების (Entity) და ავტორიტეტის სიგნალები
  7. კომპანიის მონაცემებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამზადებთ მასალებს მედიისთვის. ვარჩევთ თემას, ფორმატსა და შესაბამის რედაქციებს, შემდეგ ვაფასებთ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.

    • საინფორმაციო საბაბები და მონაცემებზე დაფუძნებული ისტორიები
    • ურთიერთობა ჟურნალისტებთან და რედაქციებთან
    • პუბლიკაციების და ხსენებების გაზომვა
  8. ვაწესრიგებთ დამფუძნებლებისა და ექსპერტების ონლაინ პროფილებს, ბიოგრაფიებსა და პუბლიკაციებს, რომ მათი სახელის ძიებისას გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჩანდეს.

    • პოზიციონირება და პირადი ვებგვერდი
    • რას აჩვენებს Google თქვენს სახელზე
    • ექსპერტული სტატიები, ინტერვიუები და LinkedIn

რა არის SEO ოპტიმიზაცია და საიდან დავიწყოთ

SEO ოპტიმიზაცია აერთიანებს ვებსაიტის ტექნიკურ გამართვას, გვერდების შინაარსზე მუშაობასა და გარე წყაროებთან ურთიერთობას. სამუშაოს მიზანია, მომხმარებელმა ძიებიდან იპოვოს მისთვის შესაბამისი პროდუქტი ან მომსახურება და გვერდზე საჭირო ინფორმაცია მიიღოს.

SEO-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შედეგი მხოლოდ მიმდინარე სარეკლამო ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. სწორად დამუშავებულ გვერდს შეუძლია ძიებიდან ტრაფიკის მოზიდვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დროთა განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი ორგანული არხიც გახდეს.

SEO სტრატეგია ბიზნესის ტიპის მიხედვით იცვლება. რამდენიმე ფილიალის მქონე კლინიკისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს Google Maps-ში და ლოკალურ ძიებაში ხილვადობა. ონლაინ მაღაზიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კატეგორიების სწორ სტრუქტურას, ფილტრებსა და ინდექსაციის მართვას. B2B სექტორში კი ხშირად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი კონტენტის შექმნას, რომელიც რთულ კითხვებს პასუხობს და კომპანიის ექსპერტულობას აჩვენებს.

პირველად ვადგენთ, რომელი გვერდები უკვე იღებს ვიზიტებს, სად იკარგება მომხმარებელი და რა ტექნიკური შეზღუდვებია გამოსასწორებელი. ამ მონაცემებით ვირჩევთ საწყის სამუშაოს და ვათანხმებთ მის რიგს.

შემდეგ ვამუშავებთ მომსახურების, კატეგორიისა და ლენდინგ გვერდებს: ვავსებთ შეთავაზების დეტალებს, ვასწორებთ ბმულებს და ვამარტივებთ დაკავშირების გზას. ბლოგისა და სხვა საინფორმაციო გვერდების თემებს მომხმარებელთა დარჩენილი კითხვების მიხედვით ვგეგმავთ.

ცალკე მიმართულებად ვითარდება AI ძიებაც. ChatGPT, Gemini და Google AI Overviews ინფორმაციას უკვე არსებული ვებწყაროებიდან იღებენ, ამიტომ კარგად სტრუქტურირებული, სანდო და თემატურად ძლიერი კონტენტი მნიშვნელობას არც ამ გარემოში კარგავს. GEO სწორედ ამ საფუძველს ეყრდნობა და ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ვებსაიტს უკვე გამართული SEO სტრუქტურა აქვს.

როგორ ვმუშაობთ: 5 ნაბიჯი შედეგამდე

მუშაობის დასაწყისში ვაფიქსირებთ საწყის მონაცემებს. ყოველთვიურ შეხვედრაზე ვადარებთ მათ მიმდინარე შედეგებს და ვწყვეტთ, რა გავაკეთოთ შემდეგ.

  1. აუდიტი

    აუდიტში ვაერთიანებთ ტექნიკურ ხარვეზებს, კონტენტის ნაკლოვანებებსა და კონკურენტების მონაცემებს. თითოეულ საკითხს გამოსწორების პრიორიტეტს ვანიჭებთ.

  2. სტრატეგია

    მოთხოვნებს შესაბამის გვერდებზე ვანაწილებთ და 6-12 თვის გეგმას ვამზადებთ. გეგმა აჩვენებს სამუშაოს რიგს და მაჩვენებლებს, რომლებითაც შედეგს შევაფასებთ.

  3. ოპტიმიზაცია

    შეთანხმებულ გვერდებზე ვახორციელებთ ტექნიკურ ცვლილებებს, ვაახლებთ მეტა-მონაცემებს და ვაწესრიგებთ შიდა ბმულებს.

  4. კონტენტი და ბმულები

    სარედაქციო გეგმით ვაქვეყნებთ ახალ მასალებს, ვაახლებთ არსებულ გვერდებს და ვმუშაობთ შესაბამისი წყაროებიდან ბმულების მოპოვებაზე.

  5. რეპორტინგი

    ანგარიშში შესრულებულ სამუშაოს მიღებულ მონაცემებთან ერთად ხედავთ: როგორ შეიცვალა ძიებაში ხილვადობა, ვიზიტები და მიმართვები. იქვეა შემდეგი თვის პრიორიტეტებიც.

პაკეტები 900 ₾-დან თვეში (დღგ-ს გარეშე). ზუსტ შეთავაზებას უფასო აუდიტის შემდეგ მიიღებთ, ფასი დამოკიდებულია ვებსაიტის ზომაზე და კონკურენციაზე.

ნახეთ ყველა პაკეტი

კითხვები SEO ოპტიმიზაციაზე

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

SEO ოპტიმიზაცია არის ვებსაიტის გაუმჯობესება ისე, რომ Google-მა ის უკეთ გაიგოს და ორგანულ, ანუ არაფასიან შედეგებში მაღლა აჩვენოს. ის მოიცავს ტექნიკურ გამართვას, კონტენტს, რომელიც საძიებო მოთხოვნებს პასუხობს, და ვებსაიტის ავტორიტეტის ზრდას ვებსაიტის გარეთ.

რა ღირს SEO ოპტიმიზაცია?

ჩვენი ყოველთვიური პაკეტები იწყება 900 ₾-დან (დღგ-ს გარეშე). ფასი დამოკიდებულია ვებსაიტის ზომაზე, კონკურენციაზე და საძიებო კლასტერების რაოდენობაზე. დეტალები იხილეთ ფასების გვერდზე, ზუსტ შეთავაზებას კი უფასო აუდიტის შემდეგ მიიღებთ.

რომელი მიმართულებით დავიწყო SEO ოპტიმიზაცია?

უმეტეს შემთხვევაში ტექნიკური აუდიტით, რადგან ის აჩვენებს, რა უშლის ხელს ვებსაიტის ზრდას. აუდიტის შედეგზე დაყრდნობით ვადგენთ, რომელი მიმართულება მოიტანს ყველაზე სწრაფ შედეგს: ტექნიკური გასწორება, ახალი კონტენტი, ლოკალური SEO თუ Off-page SEO.

შეიძლება თუ არა მხოლოდ ერთი მომსახურების შეკვეთა?

დიახ. ცალკე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტექნიკური აუდიტი, საძიებო სიტყვების კვლევა, Google Business Profile-ის ოპტიმიზაცია ან მიგრაციის დაგეგმვა. გრძელვადიანი ზრდისთვის კი გირჩევთ ყოველთვიურ პაკეტს, სადაც ყველა მიმართულება ერთ სტრატეგიას ემორჩილება.

რამდენ ხანში ჩანს SEO-ს შედეგი?

საწყისი ცვლილებების შესაფასებლად ხშირად 2-3 თვეა საჭირო, უფრო მდგრადი ზრდისთვის კი 6-12 თვე. სამუშაოს ტემპსა და კონკურენციასთან ერთად მნიშვნელობა აქვს ვებსაიტის საწყის მდგომარეობასაც.

მუშაობთ თუ არა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ვერსიებზე?

დიახ. ვიკვლევთ საძიებო სიტყვებს თითოეული ენისთვის ცალკე, ვაწყობთ hreflang-ს და ვითვალისწინებთ ლათინური ტრანსლიტერაციით ძიებასაც, მაგალითად „seo saagento".

როგორ ვიცი, რა გაკეთდა ყოველ თვეში?

ყოველთვიურად იღებთ რეპორტს: შესრულებული სამუშაო, პოზიციები, ორგანული ტრაფიკი, მიმართვები და შემდეგი თვის გეგმა. წვდომა გაქვთ Google Search Console-სა და Analytics-ზეც, ამიტომ ყველა ციფრს თავადაც ხედავთ.

დაიწყეთ უფასო SEO აუდიტით

დაგვიტოვეთ ვებსაიტის მისამართი და მოკლედ აღწერეთ მიზანი. 3-5 სამუშაო დღეში გამოგიგზავნით აუდიტს და რეკომენდაციებს, ვალდებულების გარეშე.

ტელეფონი+995 595 88 11 65

ელფოსტაinfo@seosaagento.ge

სამუშაო საათებიორშაბათი-პარასკევი, 09:00-19:00

პასუხს 1 სამუშაო დღეში მიიღებთ. გაგზავნით ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.